ბეჭდვა

26/03/2010

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე ესტუმრნენ.
ქალბატონმა ხათუნამ უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ კი მსმენელებს კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა სახის უფასო სამართლებრივი დახმარების  და საქართველოში არსებული იურიდიული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე აკავშირებს პარტნიორობა იურიდიული დახმარების სამსახურთან და გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო იურიდიულმა კლინიკამ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.  მინისტრმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა  შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის ბოლოს შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მასალა დაურიგდა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტელეფონი: (+995 331) 4 57 84
ფაქსი: (+995 331) 4 38 33
© აწსუ, 2008 | WebMaster სერგი ჯიშკარიანი