ბეჭდვა

13/05/2010

ბრძანება № 81 § 2/02


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატის გამოვლენის მიზნით ჩატარდეს კონკურსი.
  2. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია და კომისიის სამდივნო.
  3. სამდივნომ უზრუნველყოს კანდიდატთა რეგისტრაცია 2010 წლის 20 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით (მისამართი: აწსუ ადმინისტრაციული კორპუსი, ქუთაისი, თამარ მეფის ქ., №59. რეგისტრაციის დრო: 10-15 სთ.).
  4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დანართი 1-ის მიხედვით.
  5. კონკურსში მონაწილეობის უფლება მიეცეთ აწსუ-სბიბლიოთეკაში საშტატო განრიგით ან ხელშეკრულებით მომუშავე პირებს.
  6. კონკურსი ჩატარდეს ტესტირებისა და გასაუბრების წესით.
  7. საკონკურსო პირობები განსაზღვროს დანართი 2 -ის მიხედვით.
  8. კონკურსის ჩატარების წესებს განსაზღვრავს დანართი 3.
  9. საკონკურსო კომისიის მიერ ფასდება კონკურსანტის პროფესიული ცოდნა, ჩვევები, კვალიფიკაცია. კონკურსის შედეგების საფუძველზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რეკომენდაციის სახით წარედგინება ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნი პირის კანდიდატურა.
  10. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  11. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  12. საკონკურსო კომისიამ კონკურსის ჩატარება უზრუნველყოს არა უგვიანეს 2010 წლის 30 ივნისისა.

 

დანართი 1

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავჯდომარის სახელზე;
2. შრომის წიგნაკის ასლი;
2. პირადი მონაცემები (CV);
3. უმაღლესი ან/და სპეციალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
5. საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

 

დანართი 2
საკონკურსო პირობები

საკონკურსო პირობები:
1. სახელმწიფო ენის ცოდნა;
2. უმაღლესი  ან/და სპეციალური განათლება;
3. სამომხმარებლო (საოფისე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows XP, Microsoft Office Word 2003, Outlook 2003, Internet );
4. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
5. უცხო ენის ცოდნა.
6. საბიბლიოთეკო საქმიანობის გამოცდილება.

 

 დანართი 3
კონკურსის ჩატარების წესები


1. კონკურსის მიზანი
1. კონკურსის მიზანია აწსუ-ს ბიბლიოთეკარის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირის შერჩევა.
2. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია და კომისიის სამდივნო. საკონკურსო კომისიის ფუნქციაა კონკურსანტის პროფესიული ცოდნის, ჩვევების და კვალიფიკაციის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენა.

2. საკონკურსო კომისია
1. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები.
2.  კომისიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს აწსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აწსუ-ს რექტორთან შეთანხმებით.

3. კომისიის სამდივნო
1. კომისიის სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის წარმართვა მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და სრულყოფილი დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
2. კომისიის სამდივნოს შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს აწსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
3. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ინიშნება აწსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ.

4. კომისიის სხდომა
1. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამისილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
2. კომისიის მდივანი ადგენს სხდომის ოქმს.

5. კონკურსანტის შეფასება
1. თანამშრომელის შერჩევა ხორციელდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საბუთების შემოწმების და გასაუბრების შედეგების მიხედვით.
2. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ახდენს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დადგენილ პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის შეფასებას.
3. კონკურსანტთა შეფასება ხდება შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

• პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია
• საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა

თითოეული პარამეტრი ფასდება 10 ქულიანი სისტემით.

6. დავები კონკურსთან დაკავშირებით
1. დავები, რომლებიც წარმოიშვება კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: /ზ.სოხაძე/

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტელეფონი: (+995 331) 4 57 84
ფაქსი: (+995 331) 4 38 33
© აწსუ, 2008 | WebMaster სერგი ჯიშკარიანი