ბეჭდვა
27/05/2010
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური
თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1. საკონკურსო კომისია
- აწსუ აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია.
- საკონკურსო კომისიას შესაბამისი ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით ქმნის აწსუ რექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
- საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე საკონკურსო თანამდებობის/თანამდებობების შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
- საკონკურსო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი).
- საკონკურსო აკადემიური თანამდებობების შესაბამისი მიმართულებების/დარგების სიმრავლის მიხედვით საკონკურსო კომისია შეიძლება იყოს საფაკულტეტო ან აერთიანებდეს ერთი ან რამდენიმე მიმართულების/დარგის სპეციალისტებს.
მუხლი 2. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები
- სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე
- პირადობის მოწმობის ასლი
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონულ ვერსიასთან ერთად)
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა
- დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი
- სამეცნიერო შრომების სია
- ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენენ მის კვლევით პოტენციალს
- სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული 1 სახელმძღვანელო(ასეთის არსებობის შემთხვევაში),რომელიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის პედაგოგიურ გამოცდილებას
- კონკურსანტის მიერ წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსების სია (არანაკლებ 5 სასწავლო კურსი, მათ შორის 3 მაინც საბაკალავრო და 2 მაინც სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის შესაბამისი)
- წასაკითხად შემოთავაზებული არანაკლებ 3 სასწავლო კურსის სილაბუსი(მათ შორის 1 მაინც საბაკალავრო და 1 მაინც სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის)
- ინფორმაცია აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობის შესახებ
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში შემდეგი აქტივობების შესახებ:
ა) საგრანტო პროექტებში მონაწილეობა;
ბ) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელობა;
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
დ) სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა და რეცენზენტობა;
ე) წაკითხული სასწავლო კურსები;
ვ) სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა;
ზ) გამოცემული სახელმძღვანელოები;
თ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე
- პირადობის მოწმობის ასლი
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე
- შევსებული კონკურსანტის ანკეტა
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა
- დოქტორის აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
- სამეცნიერო შრომების სია
- ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენენ მის კვლევით პოტენციალს
- 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული 1 სახელმძღვანელო(ასეთის არსებობის შემთხვევაში),რომელიც კონკურსანტის შეხედულებით ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის პედაგოგიურ გამოცდილებას
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში შემდეგი აქტივობების შესახებ:
ა) საგრანტო პროექტებში მონაწილეობა;
ბ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
გ) წაკითხული სასწავლო კურსები;
დ) გამოცემული სახელმძღვანელოები;
ი)კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა.
3.კონკურსანტმა სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაციები უნდა წარმოადგინოს დანართი 1-ის მიხედვით.
მუხლი 3. კონკურსანტის განაცხადი
- საკონკურსო განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი 2-ში მოცემული ფორმის მიხედვით.
- საკონკურსო განცხადებაში აღინიშნება: განმცხადებლის სახელი,გვარი, პირადი ნომერი,მისამართი,საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ფაკულტეტის, მიმართულების/ქვემიმართულების და აკადემიური თანამდებობის დასახელება. განცხადებით აგრეთვე დასტურდება,რომ კონკურსანტი იცნობს და ეთანხმება აწსუ წესდებას,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს,კონკურსის ჩატარების წესს და სახელშეკრულებო მოთხოვნებს.
- კონკურსანტს განცხადებაში შეუძლია მიუთითოს თანხმობა კომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში მისი კანდიდატურის (მის მიერ არჩეულ საკონკურსაო მიმართულებაში/ქვემიმართულებაში) ერთი რანგით დაბალ აკადემიურ თანამდებობაზე(ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვის შესაძლებლობის შესახებ.
მუხლი 4. სარეგისტრაციო კომისია
- საკონკურსო საბუთების მიღებას, დამუშავებას და საკონკურსო კომისიისათვის წარდგენას უზრუნველყოფს სარეგისტრაციო კომისია.
- სარეგისტრაციო კომისიის შემადგენლობას უნივერსიტეტის პერსონალიდან განსაზღვრავს რექტორი.
მუხლი 5. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი
- პირველივე სხდომაზე საკონკურსო კომისია თავის წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას.
- კომისიის სხდომებს ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
- გადაწყვეტილების მისაღებად კომისია სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფიქსირდება შესაბამის ოქმებში.
- საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში:
- ა)შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ) მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე;
გ) მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება.
- საკონკურსო კომისია კონკურსანტის მონაცემებს აფასებს შემდეგი კატეგორიებისა და პარამეტრების მიხედვით:
პირველი კატეგორია: ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან
პარამეტრები:
- აკადემიური ხარისხის შესაბამისობა
- სამეცნიერო შრომების შესაბამისობა;
მეორე კატეგორია: პედაგოგიური გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან
პარამეტრები:
- პედაგოგიური სტაჟის შესაბამისობა
- დაკავებული აკადემიური თანამდებობის/თანამდებობების შესაბამისობა
- სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობა
- კონკურსანტის მიერ წასაკითხად შემოთავაზებული კურსებისა და მათი სილაბუსების შესაბამისობა.
მესამე კატეგორია: სამეცნიერო კვლევა
პარამეტრები:
- ბოლო 5 წელში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომის ხარისხობრივი შეფასება
- პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ ფაქტორის ჟურნალებში; პუბლიკაციები ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში; სამეცნიერო მონოგრაფიები
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წელი)
- დამატებითი სამეცნიერო აქტივობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა და სხვა)
მეოთხე კატეგორია: სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი)
პარამეტრები:
- საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობა
- ეროვნულ საგრანტო პროექტში მონაწილეობა
- საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა/მენეჯერობა
- ეროვნული საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა/მენეჯერობა
- საუნივერსიტეტო გრანტში მონაწილეობა
- უცხოური სამეცნიერო სტიპენდია
- ეროვნული სამეცნიერო სტიპენდია
- უცხოური ან ეროვნული სამეცნიერო ფონდის,უცხოური უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო მივლინება, სტაჟირება, სერთიფიცირება და სხვა
- დაუფინანსებელ საერთაშორისო/ეროვნულ გრანტში მონაწილეობა
მეხუთე კატეგორია: სამეცნიერო კვლევის კონცეფცია
პარამეტრები:
- საკვლევი თემატიკის შეფასება
- საკვლევი პრობლემის შეფასება
- კომპეტენტურობა
მეექვსე კატეგორია: პედაგოგიური გამოცდილება
პარამეტრები:
- სტაჟი,დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები,გამოცემული სახელმძღვანელოები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი)
- სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა და რეცენზენტობა (ბოლო 5 წელი)
- სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელობა (ბოლო 5 წელი)
- პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში,ტრენინგებში მონაწილეობა (ბოლო 5 წელი)
- კონკურსანტის მიერ წასაკითხად შემოთავაზებული კურსების, მათი სილაბუსებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული სახელმძღვანელოს შეფასება.
6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტთა შეფასებისას წინა პუნქტის მეხუთე კატეგორია მხედველობაში არ მიიღება.
7. საკონკურსო კომისია კონკურსანტის მონაცემებს თითოეული კატეგორიის მიხედვით აფასებს სისტემით: მაღალი,საშუალო,დაბალი.
8. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიების მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
- მაღალი ერთერთში მაინც პირველ და მეორე კატეგორიებს შორის
- არანაკლებ საშუალო პირველ და მეორე კატეგორიებში
- მაღალი სამში მაინც მესამე-მეექვსე კატეგორიებს შორის
- არანაკლებ საშუალო მესამე,მეხუთე და მეექვსე კატეგორიებში.
9. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიების მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
- არანაკლებ საშუალო პირველ და მეორე კატეგორიებში
- არანაკლებ საშუალო მესამე,მეხუთე და მეექვსე კატეგორიებში
- მაღალი ერთერთში მაინც მესამე-მეექვსე კატეგორიებს შორის.
10. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიების მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
- საშუალო ერთერთში მაინც პირველ და მეორე კატეგორიებს შორის
- საშუალო ერთერთში მაინც მესამე,მეოთხე და მეექვსე კატეგორიებს შორის.
11. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტთა შეფასებისთვის დამატებით გამოიყენოს ქულობრივი სისტემა.ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, თუ ის ამ მუხლის მე-8,მე-9 და მე-10 პუნქტებს შორის შესაბამისი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს შემდეგ პირობას:
- მისი ქულობრივი შეფასება შეადგენს მაქსიმალური შესაძლო შეფასების არანაკლებ 80% – სრული პროფესორის თანამდებობის შემთხვევაში
- მისი ქულობრივი შეფასება შეადგენს მაქსიმალური შესაძლო შეფასების არანაკლებ 60% – ასოცირებული პროფესორის თანამდებობის შემთხვევაში
- მისი ქულობრივი შეფასება შეადგენს მაქსიმალური შესაძლო შეფასების არანაკლებ 40% – ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის შემთხვევაში.
12.კონკურსის შედეგები ქვეყნდება აწსუ ვებგვერდზე.
13.აპელაცია კონკურსის შედეგების შესახებ შეიძლება წარმოდგენილი იქნას კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში.საკონკურსო კომისია სააპელაციო განცხადებებს იხილავს მათი წარდგენის ვადის ამოწურვიდან სამი დღის ვადაში.
14. სააპელაციო განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს სარეგისტრაციო კომისიაში და უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) შესაბამისი საკონკურსო კომისიის დასახელება;
ბ)სააპელაციო განცხადების შემომტანი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
გ) განცხადების შემომტანი პირის სტატუსი;
დ) დარღვევის შინაარსი;
ე) განცხადების შემომტანი პირის მოთხოვნა;
ვ) განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა და განცხადების შემოტანის თარიღი.
15.სააპელაციო განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს,რომ ამ წესით განსაზღვრული პირობების დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია კონკურსის შედეგზე.
16. აპელაციების განხილვისა და კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საკონკურსო კომისია და სარეგისტრაციო კომისია წყვეტს საქმიანობას.
დანართი 1
1.განცხადების ფორმა იხ. დანართი 2-ში.
2. კონკურსანტის ანკეტის ფორმა იხ. დანართი 3-ში.
3.სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელ ცნობად ჩაითვლება შრომის წიგნაკის ჩანაწერების ქსეროასლი (რეგისტრაციისას საჭიროა შრომის წიგნაკის წარმოდგენა).
4. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება შესაბამის დიპლომის ქსეროასლი (რეგისტრაციისას საჭიროა დიპლომის წარმოდგენა); დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.
5.სამეცნიერო ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იქნას შემდეგი ფორმებით: ჟურნალი, რომელშიც გამოქვეყნებულია ნაშრომი ან ჟურნალიდან ამოღებული ქსეროასლი.
6. სილაბუსი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი 4-ში მითითებული წესით.
7.ინფორმაცია აკადემიების,სამეცნიერო საზოგადოებების წევრობის შესახებ დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მოწმობის ქსეროასლებით (რეგისტრაციისას საჭიროა მოწმობის წარმოდგენა).
8. სამეცნიერო შრომების სიის დასადასტურებლად, რეგისტრაციისას წარმოდგენილი უნდა იქნეს შრომები.
9. ინფორმაცია საგრანტო პროექტებში მონაწილეობის შესახებ დადასტურებული უნდა იქნეს სამეცნიერო ფონდის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
10.სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობის, სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელობისა და რეცენზენტობის, წაკითხული სალექციო კურსების შესახებ ინფორმაცია დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატის მიერ გაცემული ცნობა.
11.სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის დადასტურებლად,რეგისტრაციისას წარმოდგენილი უნდა იქნეს კონფერენციის მასალები.
12. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში,სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობისა შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად, რეგისტრაციისას წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი მასალები და სერტიფიკატები.
13.სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად, რეგისტრაციისას წარმოდგენილი უნდა იქნეს ჟურნალის რომელიმე ნომრის ეგზემპლარი.
14. გამოცემული სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად, რეგისტრაციისას წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმძღვანელოების ეგზემპლარები.