ბეჭდვა

10/06/2010

ქართული კინოს კვირეული უნივერსიტეტში

„გაიცანი ქართული კინო!“ – 7 ივნისს ასეთი მოწოდებით დაიწყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული კინოს კვირეული.
ქართული ფილმების რეტროსპექტივის ინიციატორები ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები და უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი კინომცოდნე თ. თურმანიძე იყვნენ, რომლებმაც გახსნის დღეს უნივერსიტეტის ეზოში ქართული კინოს შესახებ შედგენილი კითხვარები დაარიგეს.
კინოკვირეულის მიზანს ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაცია და სტუდენტებისთვის ქართული კინოს ისეთი საეტაპო ფილმების გაცნობა წარმოადგენდა, როგორიც არის მ. კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე“, კ. მიქაბერიძის „ჩემი ბებია“, ნ. შენგელაიას „ელისო“, ო იოსელიანის „გიორგობისთვე“ და მ. კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილემბი „ქოლგა“ და „ქორწილი“.
ქართული კინოს კვირეულმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებთა დიდიინტერესი და მოწონება  დაიმსახურა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტელეფონი: (+995 331) 4 57 84
ფაქსი: (+995 331) 4 38 33
© აწსუ, 2008 | WebMaster სერგი ჯიშკარიანი