ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი უძველესია უნივერსიტეტში.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზანია შეუქმნას სტუდენტებს საუკეთესო პირობები ტრადიციაზე დაფუძნებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული განათლების მისაღებად, უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის პროცესის თანხვედრა.
ფაკულტეტზე მოქმედებს სხვადასხვა ენობრივი კლუბი, რომელთა საქმიანობასაც შესაბამისი დეპარტამენტები წარმართავენ. ენის ცოდნის საერთო დონის ამაღლების პარალელურად, ენობრივი კლუბების საქმიანობა სტუდენტებისათვის შესაბამისი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გაცნობასაც ითვალისწინებს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოსცემს საკუთარ პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფარგლებში მოქმედებს ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს დაარსდა. მისი მუშაობის  მიზანს ქართველური დიალექტების, ქართველური ფოლკლორის, ეთნოლოგიისა და წეს-ჩვეულებათა შესწავლა წარმოადგენს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის წარმართვას ემსახურება 15 პროფესორი, 47 ასოცირებული პროფესორი და 34 ასისტენტ - პროფესორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველო, ქუთაისი , თამარ მეფის № 59
ტელეფონი: (8 231) 4 38 42
ფაქსი: (8 231) 4 38 33