პედაგოგიური ფაკულტეტი
პედაგოგიური განყოფილება ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებისთანავე – 1933 წელს შეიქმნა. ამ პერიოდიდან პედაგოგიკის მიმართულებას არ შეუწყვეტია ფუნქციონირება.
პედაგოგიური ფაკულტეტის მიზანს წარმოადგენს სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვით მაღალპროფესიული კადრების მომზადება პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.
პედაგოგიურ ფაკულტეტს ემსახურება 3 პროფესორი, 17 ასოცირებული პროფესორი, 4 ასისტენტ-პროფესორი.