საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი

საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 2006 წელს. ფაკულტეტი ნიკო  მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი ტრადიციების გამგრძელებელია უმაღლესი საინჟინრო განათლების დარგში.
დღეისათვის ფაკულტეტი სამეცნიერო-პედაგოგიური, საინჟინრო, მმართველობითი და ბიზნეს საქმიანობისათვის ამზადებს სპეციალისტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესაბამისად. ის საინჟინრო-ტექნიკური სპეციალობების მრავალფეროვან სპექტრს აერთიანებს. სასწავლო პროცესს ემსახურება 11 პროფესორი, 51 ასოცირებული პროფესორი და 9 ასისტენტ-პროფესორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველო, ქუთაისი , ახალგაზრდობის გამზ. № 98
ტელეფონი: (8 231) 2 48 74
ფაქსი: (8 231) 4 38 33