საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი

1968 წელს ქუთაისში გაიხსნა მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი, როგორც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი. სწორედ მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის ბაზაზე 1974 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც 1992 წელს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.
ამჟამად, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მიმართულებით პროფესიული კადრების აღზრდის გარდა, მიმდინარეობს სტუდენტთა მომზადება ქიმიური, ქიმიურ-ფარმაცევტული და ბილოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ტექნოლოგიის, ეკოლოგიისა და ხის დამუშავების ტექნოლოგიის განხრით.
კოსტიუმის ისტორიისა და დიზაინის მიმართულებით ტარდება აქტიური კვლევითი და პრაქტიკული მუშაობა ხელით ნაქსოვი ხალიჩების, გობელენის, თექისა და საეკლესიო ტანსაცმლის დამუშავების ტრადიციების აღსადგენად.
სასწავლო პროცესს ფაკულტეტზე ემსახურება 10 პროფესორი, 17 ასოცირებული პროფესორი და 7 ასისტენტ-პროფესორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველო, ქუთაისი , ახალგაზრდობის გამზ. II შეს №21
ტელეფონი: (8 231) 2 03 33
ფაქსი: (8 231) 4 38 33