კურსდამთავრებულთა ასოციაცია ბიბლიოთეკა

ფოტო გალერეა

img

 

ბიბლიოთეკააკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკას საფუძველი ჩაეყარა 1933 წელს აკად. გიორგი ახვლედიანის თაოსნობით და ამჟამად ერთ-ერთი უმდიდრესია დასავლეთ საქართველოში.


თავდაპირველად ინსტიტუტის სამკითხველო დარბაზისა და კაბინეტების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდით შევსება ჭიანურდებოდა. გვიანდებოდა თბილისის უნივერსიტეტიდან ლიტერატურის გადმოტანა, რომელიც მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ინსტიტუტის დირექციას არ გააჩნდა საჭირო ლიტერატურის შესაძენი თანხა და იგი კიდეც რომ გამონახულიყო, სათანადო წიგნები შესასყიდად არ იშოვებოდა.


გ. ახვლედიანის თაოსნობით ინსტიტუტს საჩუქრად გადასცეს ლიტერატურა: ტრ. ჯაფარიძემ - 60 ცალი, პარ. გუჯაბიძემ – 30 ცალი, ქ. სანიკიძემ – 30 ცალი,  გ. როგავამ – 40, შ. ავალიანმა – 50 ცალი, გ. კოკოჩაშვილმა - 30 ცალი, არნ. ჩიქობავამ – 50, გ. ჩაჩანიძემ - 60 ცალი, ვანიონ დარასელმა - 40 ცალი და სხვებმა, ქუთაისის მთელმა საზოგადოებამ. ბიბლიოთეკა შეივსო უნიკალური წიგნებითა და პერიოდული გამოცემებით.


ასეთი შეწირულობებით ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი თანდათან მრავალფეროვანი გახდა. ამას დაემატა ისიც, რომ 1933 წლის ზაფხულში უნივერსტეტიდან კუთვნილი ლიტერატურა მთლიანად იქნა მიღებული, ინსტიტუტის დირექციამ კი ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად 5000 მანეთი გაიღო. ყოველივე ზემოთქმულმა ბიბლიოთეკის მაშინდელ გამგეს, დოც. ა. ბოჭორიშვილს, საბაბი მისცა, 1934 წლის აპრილში საბჭოს სხდომაზე მოეთხოვა ახალი ბინის გამოყოფა სამკითხველო დარბაზისა და ბიბლიოთეკისათვის, რამდენადაც წიგნადი ფონდი უკვე შეადგენდა 25000 ერთეულს. თუმცა მაშინ სათანადო ფართობის გამონახვა არ მოხერხდა და ბიბლიოთეკა ახალ ბინაში მხოლოდ 1936 წლიდან მოთავსდა, მას შემდეგ, რაც ინსტიტუტს გადაეცა რუსთაველის ( ახლანდელი ტ. ტაბიძის) ქუჩის ¹10-ში მდებარე სახლი.


1936 წლისათვის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეადგენდა 90 ათასამდე ერთეულს. ამ პერიოდში ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა პეტრე კობიძე.
ომის წლებში (1941-1945) ინსტიტუტის სასწავლო და სამეცნიერო მუშაობაში თვალსაჩინო როლს თამაშობდა სამეცნიერო ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა. საცნობარო-ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში ქალბატონი თამარ ახვლედიანის მიერ შედგენილი იქნა ბიბლიოგრაფია “პედინსტიტუტი სამამულო ომში” (ქპი შრ. ტ VII), რომელიც გადაიგზავნა აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში. მისი თანამშრომლები წიგნადი ფონდის დამუშავებასთან ერთად მეცნიერ-მუშაკთა და სტუდენტთა სამკითხველო დარბაზებს, კათედრებთან არსებულ სასწავლო კაბინეტებსა და ლაბორატორიებს შეუფერხებლად ამარაგებდნენ საჭირო წიგნებითა და მასალებით. ბიბლიოთეკასთან მოქმედებდა საბიბლიოთეკათშორისო აბონომენტი. ომის წლებში ბიბლიოთეკამ შეიძინა დიდძალი ლიტერატურა. 1942 წლის 1 იანვრისათვის მისი წიგნადი ფონდი 184,2 ათას ერთეულამდე გაიზარდა.


ომის დროს გარკვეული პერიოდი ბიბლიოთეკის დირექტორად მუშაობდა პროფესორი ნიკოლოზ დოდენკოვი, პედაგოგიურ მეცნიერებათა თვალსაჩინო სპეციალისტი კიევიდან.
1953 წლისათვის სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ინსტიტუტის სამეცნიერო-ფუნდამენტური ბიბლიოთეკა. მას ამ დროისთვის გააჩნდა 214 ათასამდე წიგნი, ბროშურა, ჟურნალი და პერიოდული გამოცემა. ბიბლიოთეკას 3.500-მდე მკითხველი ჰყავდა.
სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განუწყვეტლივ იზრდებოდა, 1980 წლისათვის ის შეადგენდა 579270 ერთეულს.
აღსანიშნავია საქმიანობა ღვაწლმოსილი ბიბლიოგრაფის, თ. ახვლედიანისა მუშაობა, რომელიც 1933-1985 წლებში ხელმძღვანელობდა საცნობარო-ბიბლიოგრაფიულ განყოფილებას. მან შეადგინა მდიდარი კართოტეკა.


ბიბლიოთეკის მუშაკების უანგარო შრომას მაღალი შეფასება მიეცა საბჭოთა კავშირის პერიოდში - თ. ახვლედიანს, ქ. ახობაძეს,
კ. რამიშვილს, ლ. ფირცხალაიშვილს მიენიჭათ “საქართველოს სსრ დამსახურებული ბიბლიოთეკარის” საპატიო წოდება.
განსაკუთრებით დაუფასდა ღვაწლი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ქალბატონ მარიამ ჭელიძეს. იგი 1958-2008 წლებში მუშაობდა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. მრავალ სხვა მედალთან ერთად იგი ღირსების ორდენითაც დააჯილდოვეს.  


ბიბლიოთეკა1974-2007 წლებში სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად (1993 წელს სამეცნიერო ბიბლიოთეკის გამგის შტატი გადაკეთდა ბიბლიოთეკარის დირექტორის შტატად) მუშაობდა მეძველია თამაზ კოსტანტინეს ძე.


2006 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის უნივერსიტეტების გაერთიანებას მოჰყვა ბიბლიოთეკების გაერთიანებაც.
2007 წლის 10 მაისს სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული იქნა გიორგი ჭიჭინაძე.

 

სამეცნიერო ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 სთ-დან 17 სთ-მდე .

მისამართი: საქართველო , ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №59, ტელ.: (8231) 4 02 87

ელ-ფოსტა: library@atsu.edu.ge

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შეფასების ეროვნული ცენტრი
აკრედიტაციის ცენტრი
ეროვნული სამეცნიერო ფონდი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდი

ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახური
საგარეო ურთიერთობების სამსახური


გადმოწერეთ FoxitReader